საინფორმაციო ოფიცერის/სტაჟიორის ვაკანსია ბანკ რესპუბლიკაში
ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცერის პოზიციაზე.
სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.
ადგილმდებარეობა: ბანკ რესპუბლიკის თბილისის ფილიალები.
კონტრაქტი: სტაჟირება (3 თვე ანაზღაურების გარეშე).
სამუშაოს აღწერილობა: ფილიალში კლიენტების დახვედრა; ზოგადი ინფორმირება ბანკში არსებული პროდუქტების შესახებ; კლიენტის გადამისამართება ბანკის თანამშრომელთან.
კანდიდატის დახასიათება:
• უმაღლესი განათლება;
• პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწესრიგებული, ზრდილობოანი, ენერგიული, სასიამოვნო გარეგნობის;
• ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (საშუალო დონე).
საჭირო საბუთები:
• CV - ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.