ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ვაკანსია სს "სილქნეტი"-ში

სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი.
სამუშაო დღეები: კვირაში ექვსი დღე.

სამუშაოს აღწერა:
•    აბონენტების სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
•    ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების და ტარიფების შესახებ;
•    კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება;
•    აბონენტის პრობლემაში გარკვევა, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და პრობლემის დაფიქსირება.

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:
•    უმაღლესი განათლება;
•    მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    რუსული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური);
•    MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

•    გამართული მეტყველება;
•    მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
•    კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები