საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ვაკანსია შპს "სი-ტი პარკ"-ში
შპს "სი-ტი პარკ"-ი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
გრაფიკი: საღამოს 8-დან დილის 9-მდე (ღამის ცვლა).
სამუშაო დღეები: კვირაში 3 ღამე.
სქესი: მდედრობითი.
ხელფასი: 400 ლარი.
მოვალეობები:
• აწარმოოს შემოსული ზარების მიღება და შესაბამისად აღრიცხვა;
• ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია;
• განახორციელოს ზარები საჭიროების შემთხვევაში;
• გაარკვიოს შესაბამის პირებთან პრობლემური საკითხები და პასუხით დაუბრუნდეს აბონენტს;
• მოამზადოს და წარუდგინოს კადრების მენეჯერს ყოველკვირეული მოხსენება შემოსული ზარების შესახებ.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
• მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
• კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.