ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს კონკურსს საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 530 ლარი.
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:

•    ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვა;
•    ყოველთვიური დღგ-ის, საშემოსავლო, ასევე, ყოველწლიური მოგებისა და ქონების დეკლარაციების პირველადი დოკუმენტების საფუძველზე მომზადება, წარდგენა და კონტროლი;
•    საგადასახადო ორგანოებში სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება (ეკონომიკური პროფილით);
•    ფინანსური კუთხით, საგადასახადო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
•    "ორის-ბუღალტერიის" პროგრამის ცოდნა და მასში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
•    საგადასახადო კოდექსის, საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

•    საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
•    საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.

სააპლიკაციო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 30 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები