საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საფინანსო სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მართვის სფეროში;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამებით (Excel, Word) ოპერირების სრულყოფილი ცოდნა;
• საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცოდნა;
• სასურველია საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა, კერძოდ:
ა) საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
ბ) საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";
გ) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
დ) "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონი;
ე) "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანება;
ვ) გრანტების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
• ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის დამყარების უნარი;
• დროის შეზღუდულ პერიოდში კოორდინირებული მოქმედების უნარი, ოპერატიულობა.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსების მართვის სფეროში.
მოვალეობები:
• უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
• კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შემოსავლებისა და გასავლების ფინანსურ მართვაში მონაწილეობის მიღება;
• უნივერსიტეტის შემოსავლების და ხარჯების ფაკულტეტთაშორისი განაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება;
• საფინანსო სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი კორესპონდენციის პროექტების მომზადება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 29 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.