საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში, საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
• საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების პროცესში მონაწილეობა;
• საერთაშორისო ხელშეკრულებების (პროექტების) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე და მათში საქართველოს მონაწილეობის, მოქმედების შეწყვეტის/შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• საერთაშორისო საჯარო სამართლის (განსაკუთრებით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) ცოდნა;
• სამართლის ძირითადი დარგების საფუძვლიანი ცოდნა;
• ოფიციალური წერილების მომზადების გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.
კონკურსის თემატიკა:
• საქართველოს კონსტიტუცია;
• ვენის 1969 წლის კონვენცია "სახელშეკრულებო სამართლის შესახებ";
• საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ";
• საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
• საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ";
• საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება (2008 წლის 7 ნოემბერი; დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის #541 ბრძანებულებით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2010 წლის 23 აგვისტოსი. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის ზუსტი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.