ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საერთაშორისო ურთიერთობების მრჩევლის თანამდებობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოში, საერთაშორისო ურთიერთობების მრჩევლის პოზიციაზე.    

ძირითადი ფუნქციები:
•    საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
•    საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანგარიშების მომზადება;
•    საერთაშორისო სამართლისა და შიდა კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და მისი დამუშავება;
•    წამების წინააღმდეგ ბრძოლის უწებათაშორის საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
•    საერთაშორისო საჯარო სამართლის (განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლი) ცოდნა;
•    სამართლის ძირითადი დარგების საფუძვლიანი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
•    ოფიციალური წერილების მომზადების გამოცდილება;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა;
•    შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.   

კონკურსის თემატიკა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    გაეროს წესდება;
•    გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
•    ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
•    საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
•    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება (2008 წლის 7 ნოემბერი; დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის #541 ბრძანებულებით);
•    გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს სისტემების ცოდნა (განასაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი სახელშეკრულებო ორგანოებისა და სპეციალური პროცედურების მანდატის ცოდნა).

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 23 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები