ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

მოთხოვნები:
*უმაღლესი განათლება - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ან/და იურისტი (მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
*ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც სამეტყველო, ისე წერითი)
*საბაზისო საოფისე-კომპიტერული პროგრამების ცოდნა
*საქართველოს შიდა კანონმდებლობის ცოდნა (ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: საქართველოს კონსტიტუცია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონი);
*საერთაშორისო სამართლის სისტემისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა.

აგრეთვე სასურველია: საერთაშორისო სამართლებრივი მონაცემთა ბაზების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება.

პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

სავალდებულო:
*ავტობიოგრაფია (CV)
*სამოტივაციო წერილი (Cover letter) (ინგლისურ ენაზე)
*პირადობის მოწმობის ასლი
*დიპლომის ასლი (დანართის ასლით)
*ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ:

*სამართლის ან/და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გავლილი მოკლე კურსების სერტიფიკატების ასლები
*უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატების ასლები.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

შერჩევა მოხდება ოთხ ეტაპად. თავდაპირველად კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება ინგლისური ენის დონის შემოწმება, მესამე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან ფსიქოლოგიურ ტესტირებას, ხოლო მეოთხე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, 2012 წლის 25 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mcla.gov.ge (გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელ-წერილის სათაურის ველში) ან ხელზე ჩააბაროთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მისაღებში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 42.

ტელ: 2312745.დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები