საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის ვაკანსია
საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა "ფინკა-საქართველო'', პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/სტაჟიორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება; საქართველოს მოქალაქეობა; ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული და ინგლისური ენების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას); საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel) ცოდნა; მათემატიკური უნარ-ჩვევები; სასურველია სასესხო ორგანიზაციაში გამოცდილება.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებისას გაივლიან სტაჯირებას. სტაჯირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჯირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთკვირიანი გამოცდა-სემინარი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტაჯიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე.ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გააგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@finca.ge ან უშუალოდ მიაწოდოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი: დოლიძის ქუჩა 2, მე-6 სართ.
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2009 წლის 23 ოქტომბერი, 17:30 სთ.მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მიწვეული გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)