ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სადაზღვევო კონსულტანტის ვაკანსია სადაზღვევო კომპანიაში "ჯი პი აი ჰოლდინგი"

სადაზღვევო კომპანია სს "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობები:
•    სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
•    კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
•    სრული უმაღლესი განათლება;
•    მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
•    გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
•    სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
•    კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელ-ფოსტა).

სადაზღვევო კონსულტანტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და საკომისიოს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები