სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობა სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში”
სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობაზე.
პასუხისმგებლობები:
• სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
• კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
• სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
• სრული უმაღლესი განათლება;
• მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
• კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
• სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელფოსტა).
სადაზღვევო კონსულტანტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და საკომისიოს.
საჭირო საბუთები:
• რეზიუმე;
• დიპლომის ასლი;
• სამოტივაციო წერილი.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 18 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.