ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობა სადაზღვევო კომაპნია ,,ჯიპიაი ჰოლდინგში”

სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობები:
•    სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
•    კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
•    სრული უმაღლესი განათლება;
•    მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია საცალო ან ქსელურ გაყიდვებში);
•    გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
•    ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
•    კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
•    სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
•    კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელ-ფოსტა).

სადაზღვევო კონსულტანტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და საკომისიოს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი.

გთხოვთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 სექტემბერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები