სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის ოფიცერი
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან ტექნიკური განხრით);
• კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
• სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის და/ან საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office.
პიროვნული თვისებები:
• ძლიერი კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
• აქტიურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• ძლიერი ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.insurance@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2012 წლის 10 ივნისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.