ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარულ ან სოციალურ სფეროში (ჟურნალისტი, მარკეტინგის სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ა.შ.);
•    სოციალურ მედიაში (ან მსგავს სფეროში) მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    ინგლისური და ქართული ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა (ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარს განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება);
•    უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს პროგრამირების საბაზისო ცოდნა;
•    ინტერნეტ-სივრცეში კვლევების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
•    MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

 ძირითადი მოვალეობები:

 კომპანიის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა სოციალური მედიის საშუალებით;
 კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ყოველდღიური ადმინისტრირება;
 სხვადასხვა საიტებზე ინფორმაციის მოძიება/მონიტორინგი და დამუშავება.

 პიროვნული თვისებები:

•    თავაზიანი;
•    ინიციატივიანი;
•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი (განსაკუთრებით წერილობითი);
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2012 წლის 21 აგვისტომდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: hr@aldagibci.ge და ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ "Social Media Specialist".

ბანერები