ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სადაზღვევო ბროკერის თანამდებობა სადაზღვევო საბროკერო კომპანია ,,ბლექ სი ბროკერსში”

სადაზღვევო საბროკერო "ბლექ სი ბროკერს" იწყებს სადაზღვევო ბროკერების მიღებას.

"ბლექ სი ბროკერს" არის სადაზღვევო საბროკერო კომპანია, რომლის მთავარი მიზანია კლიენტისთვის საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტის შერჩევა შესაძლო მინიმალურ ფასად. ბროკერთა მიღება ემსახურება ახალი კლიენტების მოზიდვას.

 ბროკერის საქმიანობის მთავარი მიზნები იქნება:

•    ახალი კლიენტების მოზიდვა.
•    ფირმასა და კლიენტს შორის სადაზღვევო საბროკერო სერვისის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება.

ბროკერობის კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, კომუნიკაბელური, გაწონასწორებული, წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული, გამართულად მოსაუბრე, საკუთარი საქმიანობის აღრიცხვის და კომპანიისადმი ანგარიშგების უნარის მქონე პიროვნება.

ბროკერს მოუწევს პოტენციური კლიენტების პოვნა, პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტები, მათთვის საბროკეროს წარდგენა, სადაზღვევო მოთხოვნების გარკვევა, კლიენტსა და "ბლექ სი ბროკერსს" შორის სადაზღვევო საბროკერო სერვისის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება. ბროკერს მისი საქმიანობის ყველა ეტაპზე ექნება სრული მხარდაჭერა "ბლექ სი ბროკერსისგან".

ანაზღაურება: პროცენტული, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით.

ბროკერთა შერჩევა მოხდება პირადად გასაუბრების შემდეგ. გარდა ზემოთ აღნიშნული თვისებებისა, ყურადღება მიექცევა კანდიდატთა გარეგნულ წესრიგს.

ბროკერის პოზიციაზე მიღებულ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ნოემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები