ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სადაზღვევო აგენტის ვაკანსია ს.ს. "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი"-ში

ს.ს. "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით).

პასუხისმგებლობები:
•    სადაზღვევო პროდუქტების საცალო გაყიდვა და რეკლამირება;
•    არსებული კლიენტებისთვის სადაღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
•    სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე;
•    კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office ცოდნა;
•    სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია გაყიდვებში მუშაობის პრაქტიკა.

აუცილებელი უნარები:

•    კომუნიკაბელური, გუნდური;
•    მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
•    ორგანიზებული;
•    პასუხისმგებლობის გრძნობით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 23 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები