საცალო რეალიზატორის ვაკანსია შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიაში"საცალო რეალიზატორის ვაკანსია შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიაში"
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" სამუშაოდ იწვევს სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონებს, საცალო რეალიზატორის პოზიციაზე, "პოპულის" ქსელში არსებულ გაყიდვის წერტილებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• გაყიდვების სფეროში მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი;
• ასაკი: 20-35 წელი;
• დახვეწილი მეტყველება;
• კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები.
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და რეალიზაცია;
• ანგარიშვალდებულება ქსელის სუპერვაიზერის მიმართ.
შტატში აყვანის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 9 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.