ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

რეგისტრატორის ვაკანსია სტომატოლოგიურ კლინიკაში ”ელფდენტი”

სტომატოლოგიური კლინიკა "ელფდენტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

• სატელეფონო ზარებზე პასუხი;
• პაციენტების სტომატოლოგებთან ვიზიტზე ჩაწერა;
• პაციენტების რეგისტრაცია და სტომატოლოგებთან განაწილება;
• მკურნალობის საფასურის მიღება;
• მენეჯერის ასისტენტის მოვალეობის შეთავსება.

სამუშაო საათები ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე და 16:00-დან 22:00 საათამდე მონაცვლეობით.

სავალდებულო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
• ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, გულისხმიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
• მიღებული დავალებებისა და მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: nino_davitashvili@hotmail.com 2009 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)




ბანერები