რეცეფციის თანამშრომლის ვაკანსია
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი - ორგანიზაციის გვერდი
გამოქვეყნდა: 16 აგვ. / ბოლო ვადა: 16 სექტ.
შპს "ალტა სოფთვეარი" იწვევს გოგონებს 18-დან 25 წლამდე, რეცეფციის თანამშრომლის ვაკანსიაზე.
პასუხისმგებლობები:
• კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მართვა;
• კომპანიის სტუმრების დახვედრა, საკონფერენციო ოთახების მართვა;
• ოფისისათვის საჭირო მარაგის საჭიროების მიხედვით მართვა.
მოთხოვნები:
• სასიამოვნო გარეგნობა და მოწესრიგებულობა;
• პუნქტუალურობა;
• კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
• სრული სამუშაო განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 9:50 სთ-დან 18:40 სთ-მდე, ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა). შესვენება 1 სთ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტროსადგური "დელისის" მიმდებარე ტერიტორია (ე.წ. "შანხაის" ტერიტორია).
ხელფასი: საწყისი 300 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება), მისამართზე: vacancy@altasoft.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ "receptionist vacancy".