ქსელის ადმინისტრატორის ვაკანსია კომპანია "თეგეტა მოტორსში"
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი"ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
• CCNP სერთიფიკატი;
• კურსები "Cisco Call Manager"-ის ადმინისტრირებაში სასურველია;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელების ადმინისტრატორად;
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის ყველა ობიექტზე ინტერნეტის მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
• კომპანიის ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
• სატელეფონო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ნომრების განაწილება, სატელეფონო წიგნის წარმოება, სატელეფონო კოდების გაცემა და აღნუსხვა, განხორციელებული ზარების სტატისტიკის წარმოება, შეზღუდვების კურირება;
• ფილიალებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფა;
• უსაფრთხოებისა და უწყვეტად მუშაობის მოთხოვნებთან შესაბამება; ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა და კონფიგურირება;
• მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათი კონსულტირება ტელეფონის საშუალებით;
• პრობლემის აღმოფხვრა, როგორც ლოკალურად, ისე მთელი კომპანიის მაშტაბით;
• სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;
• მომხმარებელთათვის სამუშაო ინსტრუქციის შექმნა;
• უშუალო უფროსთან მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ქმედებებისა და დავალებული სამუშაოების სტატუსის შესახებ.
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მოწესრიგებული;
• შრომისმოყვარე;
• კომუნიკაბელური და პრეზენტაბელური;
• ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარით;
• როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:
• 800-დან 1,500 ლარამდე თვეში და დამატებითი სარგებლის პაკეტს (კვება, კორპორაციული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა). ხელფასი არ არის ფიქსირებული, არამედ შეიძლება გადაიხედოს კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 23 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.