ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობა ჰოლდინგურ კომპანიაში „თეგეტა მოტორსი“

ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

•    უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
•    შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
•    CCNA სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად (ქსელი აწყობილია მთლიანად Cisco Systems–ის აპარატურის ბაზაზე ტელეფონიის და firewall–ების ჩათვლით);
•    ქსელის და სატელეფონო სისტემების მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
•    ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციების გარჩევის უნარი).

პიროვნული თვისებები:

•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    პირადი დისციპლინა;
•    ორგანიზებულობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•    ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
•    როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:


•    კომპანიის ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
•    სატელეფონო სისტემის ადმინისტრირება;
•    ფილიალებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფა;
•    კომპანიის ყველა ობიექტზე ინტერნეტის მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
•    უსაფრთხოებისა და უწყვეტად მუშაობის მოთხოვნებთან შესაბამება; ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა და კონფიგურირება;
•    მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათი კონსულტირება ტელეფონის საშუალებით;
•    პრობლემის აღმოფხვრა როგორც ლოკალურად, ისე მთელი კომპანიის მასშტაბით;
•    სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;
•    მომხმარებელთათვის სამუშაო ინსტრუქციის შექმნა.

უშუალო უფროსთან მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ქმედებებისა და დავალებული სამუშაოების სტატუსის შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მივლინებებში გამგზავრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ნოემბერი.

გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები