ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
• დამსაქმებელი : საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
• განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2012/08/09
• სარგო: 1100 ლარი
• ადგილების რაოდენობა: 3
• სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
• სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
• მომხმარებლების I დონის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების პასუხი, ინციდენტების რეგისტრაცია, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
• ოპერაციული სისტემისა და საჭირო პროგრამების ინსტალიაცია/აღდგენა;
• მომხმარებლის რეგისტრაცია, წაშლა და ცვლილება დომენურ სისტემაში;
• გარე პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• დაცვითი პროგრამების ინსტალაცია მომხმარებელთა კომპიუტერებზე;
• IP ტელეფონის სერვერის (შიდა ავტომატური სატელეფონო სადგურის) ადმინისტრირება, ამონაწერების მომზადება, მომხმარებელების რეგისტრაცია/ცვლილების უზრუნველყოფა;
• პროგრამა Codex ER2 ბაზების განახლების უზრუნველყოფა;
• IP ტელეფონების კონფიგურაცია: ნომრისა და სახელის მინიჭება;
• დისტანციურად და ადგილზე კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (სამინისტროს სისტემაში);
• სამინისტროს თანამშრომელთათვის ელექტრონული ფოსტის შექმნისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
• სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა (დადგმა, შეერთება, შეცვლა), მხარდაჭერა;
• რეპორტების გაკეთება და ანალიზი;
• ახალ პროექტებში მონაწილეობა;
დეპარტამენტის უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
საგანმანათლებლო ხარისხი : ბაკალავრი
• კომპიუტერული არქიტექტურის ცოდნა;
• ოპერაციული სისტემების (windows) არქიტექტურის ცოდნა;
• კომპიუტერული ქსელების TCP/IP პრინციპების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატს უპირატესობად ჩაეთვლება:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საინფორმაციო- ტექნოლოგიურ დარგში;
IT მხარდაჭერის სფეროში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
დომენური სისტემების, მობილური ტელეფონების სისტემებისა და Apple-ის პროდუქტების ცოდნა;
ტრენინგები/კურსები:
ССNA ;
Windows;
დომენური სისტემები.
საკონტაქტო ინფორმაცია
• საკონტაქტო მისამართი : თბილისი. ჭანტურიას ქ. N 12
• საკონტაქტო ტელეფონები : 2991060
• საკონტაქტო პირი : ირმა ქარჩხაძე