ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობა
შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ-ს და ევროპის ქვეყნებში.
შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთა უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
• მომხმარებელთათვის მომსახურების მიღების ინსტრუქციის გაცნობა;
• შემოსული ზარების გადამისამართება;
• სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
• მორიგეობის დღეებში ღამის ცვლაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:
• გამართული მეტყველება;
• კომუნიკაბელურობა;
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 16 მარტი.
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.