ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

„PSP დაზღვევის“ დასაქმების კუთხე ილიაუნიში

ღონისძიებები

„PSP დაზღვევა“ ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

11 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის A კორპუსის ფოიეში მოეწყობა „PSP დაზღვევის“ დასაქმების კუთხე, სადაც ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს საშუალება ექნება შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი და გაიაროს პირველადი გასაუბრება.

დაინტერესებულ სტუდენტებს „PSP დაზღვევის“ წარმომადგენლები ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას სტაჟირების შესახებ და სურვილის შემთხვევაში შეავსებინებენ სააპლიკაციო ფორმას, რის შემდეგაც დაიბარებენ გასაუბრებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიეთ „PSP დაზღვევის“ სტენდს.

დრო: 11 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 12:00-დან 15:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: A კორპუსის ფოიე (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები