ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროგრამისტისა და ოპერატორის ვაკანსია CGC-ში

კომპანია "სიჯისი" (CGC Co.) აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. პროგრამისტი

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• რომელიმე პროგრამირების ენის ცოდნა და მასში მუშაობის გამოცდილება;
• IT ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა;
• ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
• გუნდში მუშაობის თვისებები;
• ანალიტიკური აზროვნება;
• პრობლემებისადმი სწორი მიდგომის უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მოქმედების უნარი;
• ინოვაციის მიმართ მიდრეკილების მქონე;
• ქ. რუსთავში მცხოვრები;
• ენები: ქართული (რუსული და ინგლისური ტექნიკური ტექსტების თარგმანის დონეზე);
• სქესი: სასურველია მდედრობითი.

2. ოპერატორი

სამუშაოს აღწერილობა:
ოპერატორს აქვს პირდაპირი კონტაქტი კომპანიის მომხმარებლებთან. ის პასუხისმგებელია, კლიენტმა მიიღოს სრულყოფილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და მოლოდინს. ოპერატორი მომხმარებელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას კომპანიის პროდუქტებისა და სერვისის შესახებ.


კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• უმაღლესი განათლება;
• სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
• გუნდში მუშაობის თვისებები;
• ანალიტიკური აზროვნება;
• პრობლემებისადმი სწორი მიდგომის უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მოქმედების უნარი;
• ინოვაციის მიმართ მიდრეკილების მქონე;
• ენები: ქართული, რუსული (სასურველია ინგლისური); სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• ტექნიკური უნარები: კარგი საკომუნიკაციო თვისებები, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი; კომპიუტერის ცოდნა, ბეჭდვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: მომხმარებლებთან და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობაზე ორიენტირების უნარ-ჩვევები (მოსმენა, ახსნა, მოთმინება, სწორად მეტყველება და გამორჩეული ზრდილობა
ქ. რუსთავში მცხოვრები
სქესი: მდედრობითი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები