პროგრამისტის ვაკანსია სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში
იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო აცხადებს კონკურს პროგრამისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პროგრამისტის ძირითადი მოვალეობები:
• მონაწილეობა მიიღოს სისტემის საინტეგრაციო პროექტების ყველა ფაზაში - დიზაინი/დანერგვა/ტესტირება;
• არსებული სისტემების მიმდინარე მხარდაჭერა;
• ახალი პროგრამული უზრუნველყოფის/ვებ საიტების/ვებ სერვისების შექმნა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• Microsoft .NET-თან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• ვებ სერვისების შექმნისა და გამოყენების გამოცდილება;
• WCF-თან მუშაობის გამოცდილება;
• რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
• მრავალდონიანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება (n-tier);
• ობიექტ-ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• ინგლისური ენის ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი გამოცდილების მქონე კანდიდატებს:
• ბიზნეს პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით პროგრამული უზრუნველყოფის სპეციფიკაციების განსაზღვრა;
• პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება SOA-ს პრინციპების გამოყენებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.