პროგრამისტის ვაკანსია შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფში"
შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროგრამისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში;
• HTML, ASP.NET პლატფორმასთან, C/C+/ და C#-თან მუშაობის გამოცდილება;
• MS SQL სერვერის DB ადმინისტრირების გამოცდილება;
• სასურველია პროგრამირებაში პროფესიული მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
• მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• პუნქტუალობა და წვრილმანი დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• სადაზღვევო კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების მომსახურება და დახვეწა;
• ფუნქციონალური მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება;
• ახალი პროგრამული მოდულების შექმნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 22 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.