ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროგრამისტის ვაკანსია შპს "აიფოუნ სერვისი"-ში

შპს "აიფოუნ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე. კანდიდატი გაივლის ერთ თვიან სტაჟირებას, რომლის პერიოდში შეისწავლის Apple-ს კომპიუტერებისა და iPhone-ების პროგრამირებას.

ძირითადი მოთხოვნები:
•    სისტემური პროგრამების ცოდნა;
•    ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
•    ექსტრემალურ სიტუაციაში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი; საქმის ადვილად ათვისების უნარი;
•    კომუნიკაბელურობა;
•    პუნქტუალურობა;
•    ასაკი: 18-დან 25 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე, კვირაში 6 დღე. კვირაში ერთი დღე დასვენება. შესვენება დღეში ნახევარი საათი.

ანაზღაურება: თვეში საშუალოდ 500-600 ლარი (დღეში 10 ლარი ფიქსირებული, პლუს გამომუშავებითი ბონუსი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 2 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები