ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროგრამისტის ვაკანსია პროკრედიტ ბანკში

პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს პროგრამისტის ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

• ბანკის ძირითადი პროგრამების უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
• ახალი მოდულების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
• ფინანსურ მონაცემებში შესწორებების შეტანა;
• განყოფილების უფროსის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

• პროგრამირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
• პროგრამირების ენებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა და მათი პრაქტიკაში განხორციელება;
• დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფილად ფლობა;
• კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
• დამოუკიდებლად და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები.

პროგრამული ენები:

• T-SQL;
• C#;
• ASP.Net;
• MS SQL 2005/2008.

სხვა:
 
• ოპერაციული სისტემებისა და ქსელების სამუშაო დონეზე ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ბოლო ვადა: 2010 წლის 24 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები