ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროგრამისტის ვაკანსია კომპანია ,,აი-ბი-ესი”-ში

"აი-ბი-ესი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის სრულ-განაკვეთიან თანამდებობაზე (სამთვიანი საგამოცდო პერიოდით).

მოვალეობები:
•    "1C საწარმო 8"-ის ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებების პროგრამირება, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
•    დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით, კონფიგურაციების შექმნასა და მხარდაჭერაში უშუალოდ მონაწილეობა;
•    ტექნიკური დავალებების შემუშავებაში და სხვადასხვა პროგრამული საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა;
•    "1C საწარმო 8"-ის ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებების სხვა პროგრამულ პროდუქტებთან და მოწყობილობებთან ინტეგრაცია;
•    დეტალური ანგარიშების წარმოება და წარდგენა წარმოებული აქტივობების შესახებ.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი ტექნიკური განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
•    ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
•    მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა;
•    სასურველია NET Framework-ის ცოდნა;
•    სასურველია MS SQL სერვერის ადმინისტრირების ცოდნა;
•    ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა;
•    რუსული ენის კარგად ცოდნა (რუსული ტექსტების გარჩევა);
•    მოთხოვნების ანალიზი და კარგი კომუნიკაციის უნარი;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    მოკლე ვადაში ათვისების უნარი;
•    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•     გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
•    დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•    კომპანიასთნ ერთდ მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი.

სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 24 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები