ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროგრამისტის ვაკანსია ბანკი ”ქართუ”-ში

ბანკი ქართუ აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში.

მოვალეობები:
•    ოპერაციული დღის (Alta) სისტემის ინტეგრაცია;
•    ბანკის აქტიური საიტის პროგრამული გაფართოვება;
•    UCC სისტემასთან მხარდაჭერის მოდელის შექმნა;
•    პროგრამული სისტემების ადმინისტრაციული მოდელის შექმნა;
•    საბანკო სისტემების პროგრამირება თანამედროვე ტექნოლოგიების და პროგრამირების ენების (c#, Java) გამოყენებით;
•    მონაცემთა ბაზების (Oracle 9i, MS SQL 2008) შექმნა და მხარდაჭერა.

მოთხოვნები:
•    ბაკალავრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების შემადგენელი სპეციალობის განხრით (სასურველია პროგრამირების კუთხით);
•    სასურველია მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების შემადგენელი სპეციალობის/პროგრამირების განხრით;
•    ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სტაჟი; მინიმუმ ერთი დიდი პროექტი ინდივიდუალურად დამუშავებული;
•    ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა;
•    ლოგიკური ანალიზის უნარი;
•    ტექნოლოგიური ნოვაციების ათვისებისამი მიდრეკილება, მათი ეფექტური ხედვა და რეალიზების უნარი;
•    კომუნიკაბელობა, საკუთარი ხედვის პოპულარულად გადმოცემის უნარი;
•    შრომისმოყვარეობა;
•    პასუხისმგებლობა;
•    პუნქტუალობა.

საჭირო დოკუმენტები:
•    ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით;
•    დიპლომის და სერტიფიკატების ასლები;
•    რეკომენდაცია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები