პროგრამისტის თანამდებობა კორ სტანდარტ ბანკში
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში პროგრამისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• დავალებული საბანკო პროდუქტების ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
• შემოსული ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ვადის დაგეგმვა და შესრულება;
• პროგრამირება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
• ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
• Microsoft.Net-ზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
• MS SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია WEB Services-ებთან მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია Asp.Net-თან მუშაობის გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბანკში მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მიზანმიმართული, მოწესრიგებული, მოტივირებული;
• კარგად გამოხატული ორგანიზაციული უნარები;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 7 მარტი, 17 სთ- მდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და წარმოადგინოთ საბუთების ასლები, რადგან მიღებული საბუთები უკან არ უბრუნდება აპლიკანტს. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.