პროექტის მენეჯერის ასისტენტი
"ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება-დაარქივება, ადრესატისთვის გადაგზავნა
• ელექტრონული ფოსტის მართვა
• ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-მართვა
• სხვა საოფისე საქმიანობები.
სამუშაო გრაფიკი არანორმირებულია.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საგზაო, სამშენებლო ან ტექნიკური განხრით.
• ინგლისური, რუსული და ქართულის ძალიან კარგად ცოდნა (წერა და ზეპირი).
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების და AutoCAD-ის კარგად ფლობა; სხვა სამშენებლო და სადიზაინერო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
• მშენებლობის ან/და პროექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
• მოლაპარაკებისა და დისკუსიის სრულფასოვანი ჩანაწერის მომზადების უნარი.
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: apm.hrpartners@client.jobs.ge არაუგვიანეს 2012 წლის 1 აგვისტოსი.
შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.