პროექტის მენეჯერ-ასისტენტი
საქართველოს ბანკის შესყიდვების, ლოჯისტიკის და ფილიალების ქსელის მხარდაჭერის და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერ-ასისტენტის თანამდებობაზე სერვის-ცენტრების გაფართოებისა და სარემონტო სამუშაოების სამსახურში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
• უმაღლესი, სასურველია ტექნიკური
• სამუშაო გამოცდილება: ტექნიკურ დოკუმენტებთან, ხარჯებისა და ინვენტარის აღრიცხვის, საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და შემოსავალ-გასავლის წარმოების მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
• საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word, Exact;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
• სასურველია ArchiCAD-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• ყურადღება დეტალების მიმართ;
• მოწესრიგებული, პუნქტუალური;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruit@bog.ge 2012 წლის 11 ივნისამდე.
საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.