პროექტის კონსულტანტის ვაკანსია
საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია "IBS" (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 09:00 - 18:00
გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კონკრეტული სისტემის/მოდულის დანერგვის პროცესში, კლიენტი კომპანიებისათვის კონსულტაციის გაწევა (სატელეფონო, დისტანციური მხარდაჭერა);
** ადგილზე და მოშორებული თანხლების სამუშაოების შესრულება;
** სისტემის ტესტირება;
** შემუშავების მიზნებისთვის დოკუმენტაციის შედგენა;
** ტრენინგების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ფინანსების განხრით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
** სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.