ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

პროექტის ასისტენტის თანამდებობა ,,საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში”

,,საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია'' აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    მონაწილეობს სხვადასხვა პროექტების მომზადებასა და დამუშავებაში;
•    აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში;
•    ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის შეხვედრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან;
•    იჩენს ინიციატივებს კონკრეტულ პროექტზე მუშაობის პროცესში ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი;
•    ასაკი: 20-25 წლამდე;
•    სქესი: მდედრობითი/მამრობითი;
•    არ არის აუცილებელი/სასურველია სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციაში;
•    ენები: ინგლისური საშუალო დონეზე;
•    აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობის უნარები საოფისე პროგრამებში.

დამატებითი მოთხოვნები:
•    დისციპლინა და პუნქტუალურობა;
•    კრეატიული და სხარტი აზროვნების უნარი;
•    როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები