პრობლემური ვალდებულებების ექსპერტი
"A Rating" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური ვალდებულებების ექსპერტის თანამდებობაზე, ერთ თვიანი სტაჟირების გამოსაცდელი პერიოდით.
ფუნქცი და მოვალეობები:
• მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური ვალდებულებების დაფარვისთვის მაქსიმალური ძალისხმევა; სატელეფონო ზარების განხორციელება; რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება; დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება;
• საქმის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან; საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი;
• გუნდური მუშაობა სხვა პრობლემური ვალდებულებების ექსპერტებთან და საჭიროების შემთხვევაში, იურისტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა).
პრობლემური ვალდებულებების ექსპერტი უზრუნველყოფილია მობილური ტელეფონით და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო სხვა პირობებით.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge 2012 წლის 20 მაისამდე. განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ პოზიცია.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.