ოპერატორის ვაკანსია თანამედროვე სუპერმარკეტში
თანამედროვე სუპერმარკეტი აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას.
მოვალეობები:
• რეალიზებული საქონლის აღრიცხვის წარმოება და პროგრამულად დამუშავება;
• სარეალიზაციო საქონლის და ნაშთების აღრიცხვის წარმოება და კონტროლი;
• ინფორმაციის ყოველდღიური განახლება და მონაცემების დამუშავება;
• ყოველდღიური ანგარიშვალდებულება მენეჯერის წინაშე.
მოთხოვნები:
• სარიშვილის და სხვა საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• სუპერმარკეტში ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
• მიზანმიმართული, მოტივირებული, მოწესრიგებული;
• ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარები.
სამუშაო საათები: 9:00-21:00.
დასვენება: შაბათი.
ანაზღაურება: 400 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.