ოპერატორის ვაკანსია სს "ბითიეი ბანკში”
სს "ბითიეი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრების განყოფილებაში, ოპერატორის პოზიციაზე (შემდგომი კარიერული ზრდის პერსპექტივით).
განათლება: უმაღლესი ეკონომიკური განათლება (საბანკო საქმე, ფინანსები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური და სხვ.);
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატის შერჩევის პროცესი მოიცავს ტესტირებას ზოგად უნარებსა და არითმეტიკაში.
მიიღება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადებიც (იმ უმაღლესი სასწავლებლებიდან, სადაც სასწავლო პროცესი არ ემთხვევა ბანკის სამუშაო საათებს).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.