ოფისის მენეჯერის ვაკანსია ”მაგისტილში”
კომპანია "მაგი სტილი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• გენერალური დირექტორის დავალებით საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპანიის კლიენტებთან და მომწოდებლებთან;
• თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან ქართულ და რუსულ ენებზე და პირიქით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
• გენერალურ დირექტორთან თანამშრომელთა შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
• უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზება;
• სატელეფონო ზარებზე პასუხი;
• საოფისე საკითხების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა სავალდებულოა.
დამატებითი მოთხოვნები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები;
• პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.