ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ოფისის მენეჯერის ვაკანსია APNSC-ში

კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 400 ლარი.

სამუშაო აღწერილობა:
• დაწესებულების დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
• დონორების მოძიება;
• დონორებთან კონტაქტის დამყარება;
• დონორებთან კომუნიკაცია;
• დონორებისათვის პროექტებისა და ანგარიშების წერა/წერაში მონაწილეობის მიღება;
• დაწერილი პროექტებისა და ანგარიშების გადაგზავნა დონორებისათვის;
• კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
• კორესპონდენციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით;
• კავშირის სამივე პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის მომზადებაში და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
• საერთაშორისო ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება (ვიზები, ბარათები სა ა.შ.);
• სხვადასხვა დონის შეხვედრების მომზადება-მოწყობა;
• მდივნის ფუნქციის შეთავსება;
• ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა;
• ორგანიზაციის ხარჯთეფექტურობის საკითხებზე მუშაობა;
• ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
• მასმედიასთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა, დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი, ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური აზროვნების უნარი;
• კანდიდატი უნდა იყოს: ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე, საქმისადმი ერთგული და ტოლერანტული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ;
• კანდიდატმა უნდა იცოდეს: კომპიუტერი (MS Word, Excel, ინტერნეტი); ინგლისური/გერმანული ენები - ძალიან კარგად.

სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები