ოფის მენეჯერის ვაკანსია ორგანიზაციაში ”მაქსმედია”
ორგანიზაცია "მაქსმედია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 400 ლარი.
ოფისის მენეჯერის სამუშაო აღწერილობა:
- დაწესებულების დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება და მოწესრიგება-სისტემატიზაცია;
- კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
- კორესპონდენციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
- კავშირის სამივე პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება (ვიზები, ბარათები და ა.შ.);
- სხვადასხვა დონის შეხვედრების მომზადება-მოწყობა;
- მდივნის ფუნქციის შეთავსება;
- ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის ხარჯთეფექტურობის საკითხებზე მუშაობა;
- ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
- მასმედიასთან ურთიერთობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერის ცოდნა (Ms Word, Excel, ინტერნეტი);
- რუსული/ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
სავალდებულო თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- საქმისადმი ერთგული.
კანდიდატებმა გააგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dadiani.t@gmail.com
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)