ოფის მენეჯერის ვაკანსია კომპანია "European Building Materials General"-ში
კომპანიას "European Building Materials General" ესაჭიროება ოფისის მენეჯერი.
"European Building Materials General" გახლავთ რამოდენიმე ევროპული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში. მას გააჩნია სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის მშენებლობის, საკეტების, ელექტრო და თერმული გათბობის კუთხით.
მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა, დახვეწილი მეტყველება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა.
მოვალეობები:
• ოფისის მენეჯმენტი;
• სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
• სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
• კლიენტებთან ურთიერთობა და მონაცემების სისტემატიზაცია;
• შეხვედრების ორგანიზება;
• სტუმრების დახვედრა და ა.შ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.