ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

NET პროგრამისტის თანამდებობა საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აცხადებს ვაკანსიებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების სრულ განაკვეთიან თანამდებობებზე:
 1. .NET აპლიკაციების უფროსი დეველოპერი
 მოთხოვნები:
•    უმაღლესი ტექნიკური განათლება (უნივერსიტეტის დიპლომი);
•    პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში: მინიმუმ 4 წელი;
•    NET Framework 3.5, 4 ტექნოლოგიის სრულყოფილად ფლობა (ADO.NET და C#-ის ცოდნა აუცილებელია);
•    SQL ენის სრულყოფილად ფლობა და MS SQL Server მონაცემთა ბაზაზე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროფესიული გამოცდილება;
•    ASP.NET 3.5, 4 AJAX, HTML, XML, CSS, JavaScript ტექნოლოგიების სრულყოფილად ფლობა;
•    SOA კონცეპციის ზოგადი ცოდნა; Windows Communication Foundation ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება;
•    Microsoft Silverlight 4 და/ან Windows Presentation Foundation (WPF), MVVM pattern ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება.
 სასურველია:
•    Windows Workflow Foundation-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
•    ASP.NET 4 MVC pattern, JQUERY-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 სხვა უნარები და კვალიფიკაციები:
•    Windows გარემოში კომფორტული მუშაობა და Microsoft პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
•    ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების დიზაინის და მეთოდოლოგიის ცოდნა;
•    პროფესიული სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

 2. .NET აპლიკაციების დეველოპერი
 მოთხოვნები:
•    უმაღლესი ტექნიკური განათლება (უნივერსიტეტის დიპლომი);
•    პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში: მინიმუმ 2 წელი;
•    NET Framework 3.5 ტექნოლოგიის სრულყოფილად ფლობა (ADO.NET და C#-ის ცოდნა აუცილებელია);
•    SQL ენის სრულყოფილად ფლობა და MS SQL Server მონაცემთა ბაზაზე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;
•    ASP.NET ან Microsoft Silverlight ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება;
•    HTML/XHTML, XML, CSS, JavaScript ტექნოლოგიების ცოდნა.
 სასურველია:
•    Windows Communication Foundation, SOA კონცეპციის ცოდნა;
•    Microsoft Silverlight 4 და/ან Windows Presentation Foundation (WPF), MVVM ტექნოლოგიების ცოდნა.
 სხვა უნარები და კვალიფიკაციები:
•    Windows გარემოში კომფორტული მუშაობა და Microsoft პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
•    ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების დიზაინისა და მეთოდოლოგიის ცოდნა;
•    პროფესიული სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
ზოგადი უნარები და კვალიფიკაციები:
•    კომუნიკაბელურობის და გუნდური მუშაობის უნარი;
•    გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე და პროფესიულ უნარებზე (განაცხადში მიუთითეთ ანაზღაურების სასურველი მინიმალური ზღვარი).

რეზიუმეების მიღების და განხილვის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები