ნაყინის წარმოების მენეჯერის კანსია შპს ,,ბარამბოში”
შპს "ბარამბო" აცხადებს ვაკანსიას ნაყინის წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი.
მოვალეობები:
• საწარმოო ხაზების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• ტექნოლოგიური პროცესების დაცვის უზრუნველყოფა;
• წარმოების პროცესის სწორი დაგეგმვა-ორგანიზაცია;
• საწარმოო ზონაში მომუშავე პერსონალის ხელმძღვანელობა;
• სამუშაო პროცესების მართვა დადგენილი პროცედურების მიხედვით.
მოთხოვნები:
• უმაღლესი - შესაბამის სფეროში, სასურველია კვების ტექნოლოგიის განხრით;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა - Excel, Word, Outlook.
• საკონდიტრო საამქროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია კანდიდატს გააჩნდეს ნაყინის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
• საქმის დაგეგმვის, სამუშაოს განაწილების უნარი;
• პრიორიტეტების დასახვის უნარი;
• გუნდის მართვის უნარი;
• თანამშრომლების მოტივირების უნარი;
• კონტროლისა და მითითების სწორად მიცემის უნარი.
საჭირო საბუთები:
• CV (რეზუმე);
• სამოტივაციო წერილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 11 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11