მოხალისეობის პროგრამა საზოგადოება "ბილიკში"
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს მოხალისეობის პროგრამას.
საზოგადოება "ბილიკი" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მისიაა მოზარდი თაობის, ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა. "ბილიკი" 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებს მოხალისეობის პროგრამას.
პროგრამის მიზნებია:
• საზოგადოება "ბილიკში" შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა;
• მოხდეს ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით "ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრება;
• სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება;
• მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
• ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში;
• იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე);
• იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:
1. საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა);
2. ჟურნალისტიკის სტუდია;
3. სოციალური სამსახური;
4. ფსიქოლოგიური სამსახური;
5. სამოქალაქო კლუბები;
6. შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა).
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.