მომსახურე პერსონალის ვაკანსია კომპანია "Key Management Solutions | KMS Georgia"-ში
კომპანია "Key Management Solutions | KMS Georgia" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სფეროს თანამშრომელზე, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მიმტანად, ბარმენად, სპორტულ ღონისძიებებზე ღია ცის ქვეშ გამაგრილებელი სასმელების გამყიდველად, და სხვა მსგავს სამუშაოებზე, რაც გულისხმობს არასრული შტატით დასაქმებას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამსახურის მაძიებლებს და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ თავისუფალი დრო საღამოობით და შეუძლიათ პერიოდული დასაქმება.
მსურველები გაივლიან მომსახურების სფეროსათვის საჭირო მომზადებას და გაიგზავნებიან კომპანიის მიერ ორგანიზებულ სამუშაოებზე.
ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი: 18-დან 30 წლამდე;
• გუნდში მუშაობის უნარი;
• მომსახურეობისა და ქცევის ეტიკეტის ცოდნა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
• სასურველია ჰქონდეს მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია იცოდეს ელემენტარული ინგლისური ენა.
პროფესიისთვის დამახასიათებელი აუცილებელი მოთხოვნები:
• ფიზიკური ჯანმრთელობა, აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა;
• ხანგრძლივად (რვა საათიანი ცვლა) ფეხზე დგომა;
• ცვლებში და ღამის საათებში მუშაობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.