მომმარაგებლის ვაკანსია შპს "ნუნისში"
შპს "ნუნისი" წარმოადგენს ელიტარულ ბალნეოლოგიურ კურორტს, რომელიც მდებარეობს ხარაგაულის რაიონში. "ნუნისი" აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის თანამდებობაზე.
მომმარაგებლის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები:
• კურორტის მომარაგება პროდუქტითა და სამეურნეო საქონლით;
• ადგილობრივი ბაზრის შესწავლა;
• ახალი ხელშეკრულებების და წინადადებების მოზიდვა და გაფორმება მომარაგების ოპტიმიზაციის მიზნით.
აუცილებელი მოთხოვნები:
• სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის ან მსგავსი მიმართულებით;
• ავტომობილის მართვის გამოცდილება;
• მართვის მოწმობა;
• სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მომმარაგებლად მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
საჭირო საბუთები:
• CV ფოტოსურათით.
ანაზღაურება: 450 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და ცოდნაზე).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავების და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11