ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

მოლარისა და სერვის-კონსულტანტის ვაკანსია ბისტრო "რედ კაფე"-ში

ბისტრო "რედ კაფე" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მოლარე

ძირითადი მოთხოვნები:
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    კლიენტთან კომუნიკაციის უნარი;
•    სხარტი, ორგანიზებული;
•    სასიამოვნო გარეგნობის;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    თავაზიანი მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
•    მოლარედ მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება, სასურველია სწრაფი კვების ობიექტებზე;
•    ასაკი: 25-დან 45 წლამდე.

სამუშაო საათები: 09:00-20:00.

მოვალეობები:
•    კერძების კომპიუტერულ პროგრამაში მონიშვნა, ფასის სტუმრისთვის წარდგენა;
•    სწრაფი ანგარიშსწორება;
•    სალაროს ოპერაციების შესრულება;
•    მოგროვილ თანხაზე პასუხისმგებლობა;
•    ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობა.

2. სერვის-კონსულტანტი

ძირითადი მოთხოვნები:
•    თავაზიანი მომსახურების უნარ-ჩვევები;
•    სტუმართან კომუნიკაციის უნარი;
•    მკაფიოდ საუბრის უნარი;
•    სხარტი, ენერგიული;
•    სასიამოვნო გარეგნობის მქონე;
•    სასურველია რუსული და ინგლისურის ენების ცოდნა;
•    კაფეში ან რესტორანში მიმტანად ან მაღაზიაში გამყიდველ-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
•    ასაკი: 20-დან 30 წლამდე.

სამუშაო საათები 09:00-20:00.

მოვალეობები:
•    მომსახურების ხაზის გამზადება, კერძების შესაბამის კონტეინერებში განთავსება, გაფორმება;
•    საუზმის, ლანჩის შემდეგ კერძების ხაზიდან ალაგება;
•    ხაზზე გატანილი კერძების ზუსტი კალკულაცია, ნაშთის დაფიქსირება;
•    კერძების ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სტუმრებისთვის წარდგენა;
•    სტუმრების მომსახურება, ამორჩეული კერძების პორციულად გადაღება;
•    მომსახურების ხაზის დროულად შევსება, სტუმართა ნაკადის სწრაფად მომსახურება;
•    მომსახურების ხაზზე სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
•    ვიპ-დარბაზის მომსახურება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები