მოლარის ვაკანსია ს.ს. "ბანკი კონსტანტა"-ში
ს.ს. "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ლილოს განყოფილება.
კანდიდატს მოეთხოვება:
• კლიენტთა კონსულტაცია;
• ყველა სახის საკასო და საოპერაციო მომსახურება;
• საბანკო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
• ახალი კლიენტების მოზიდვა.
კვალიფიკაცია:
• მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება ოპერატორის პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით (სასურველია);
• საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ბანკი 2000 (Alta);
• კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 16 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია 2011 წლის 16 მაისამდე, მისამართზე:
სათაო ოფისი
თბილისი, წერეთლის გამზ. 117
თბილისი, 0119
ტელ: (995 32) 401401
ელფოსტა: jobs@constanta.ge
CV-ს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც გსურთ მუშაობის დაწყება.